მთავარი » 2010 » ნოემბერი » 17 » ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი...
4:52 PM
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი...

ჩვენ დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც,
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს,
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება,
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი, სულაც არ გვმართებს....
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 537 | დაამატა: dav_erekle4862
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ამინდი
meteo.gov.ge
რუბიკის კუბიკი
Block title
სხვადასხვა
ადამინი [6]
ადამიანი
გაკვეთილი [0]
გაკვეთილი
გამოგონება [11]
გამოგონება
ელ.წიგნები [3]
ელ.წიგნები
erekle davitadze [36]
erekle davitadze
ვიდეო [8]
ვიდეო
თამაშები [35]
tamashebi
ინფორმაცია [8]
ინფორმაცია
ლექსები [24]
ლექსები
მუსიკები [16]
მუსიკები
პროგრამები [5]
program
ფეხბურთი [6]
სიახლეები ფეხბურთის შესახებ
18+ [12]
18+
ამინდი >> ბათუმი
ვალუტის კურსი
საწვავი >> სოკარი
მუსიკები
საათი
ჩათი
200
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საჭირო პროგრამები
Facebook.com
HotLog
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Top.ge მთვლელი
Block title


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 8:45 AM
თქვენი IP: 3.21.248.53
თარიღი: 2024-05-20
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: