მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » კარგი ლექსები
9:00 AM
კარგი ლექსები
ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი.
ვიცი მოხვალ და პატიებას მთხოვ,
თუნდაც სინანურით თავს დაბლა დახრი.
ხმას ვეღარ გაგცემ და გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიებ მე დღეს ყველაფერს.
შენ უპრო მწარეთ ატირდები რომ ვერ გაიგებ 
ჩემგან ვერაფერს,ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ სიყვარულს რომ ვერ დაგპირდები,
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები


დაბადების დღის მილოცვა !

დაბადების დღის იმ ლამაზ ღამეს,
შენი აკვნისთვის ღმერთს უკოცნია,
დიდხანს სიცოცხლე შენთვის ცოტაა,
დიდი სიცოცხლე დამილოცია !!!
ცისარტყელა აკისკისდება,მიებჯინა კლდეს...
თოლიები ზღვის ნაპირზე ნაზად კრავენ წრეს 
წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს...
გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს !
                          ***
მივალთ წინაპართა რწმენას გავაცოცხლებთ,
რათა მომავალმა სული განამტკიცოს,
ჩვენ მტრებს გავახელებთ, უფალს გავაოცებთ,
ძმაო ქართველობა, ძმობით განვადიდოთ.

მივალთ თეთრ რაშებზე, ძმები მგლოვიარე,
ვხედავ ძაძით ტირის ქართლის დედა,
მტერმა რაც წაიღო უკვე მოვიტანეთ,
მთავარია ვუთხრათ და გაიგოს ღმერთმა.

რადგან შენი მოდგმა უფრო ამაყია,
რადგან შენი სული უფრო ძლიერია,
რადგან ჩვენი ჯიში ცამდე მართალია,
დროა ავამღეროთ დავით ივერია.

ვენახს შემოვრწყავთ და შემოვძახებთ მთებში,
ქართველს, ივერიას, მტრები დავაბნელოთ,
დროა წერეთელის სიტყვა გავაგრძელოთ,
თორემ ჩაგვაკვდება ხელში საქართველო...


ოცნება დიდი მიჰყვება ქუჩას,
ოცნება დიდი მიჰყვება ქუჩას,
სიბნელე ამსხვრევს გრძნობათა ჩარჩოს,
ეს მონატრების ამინდი თუნდაც,
ბურთივით მგვრალი ყველში მწვდა, მახრჩობს.

რადგან ეს სევდა ზღვაზე დიდია
და ისევ ცოცხლობს სოფლად ფერდები,
ჩემი ბავშვობის წლები მიდიან,
მე ყოველ ლექსთან ერთად ვბერდები.

ღამეა, ვეძებ დარჩენილ დღეებს,
დგება სიცხადე ავი ზმანების,
ახლა აქ ყველა რაღაცას ეძებს,
როს მე ოცნებას დავემგზავრები.

შიშია თითქოს ცივი სამარის,
რომ განშორება ბედთან ვიწამე,
რომ არც კი ვიცი, ახლა სად არის,
და მეშინია, დავრჩე მიწაზე.

რადგან ეს გრძნობა ზღვაზე დიდია
და ისევ ცოცხლობს სოფლად ფერდები,
ჩემი ბავშვობის წლები მიდიან,
მე ყოველ ლექსთან ერთად ვბერდები.


                   ზაფხულის ღამეს
ზაფხულის ღამეს მოვყვები სიოს,
მთვარეს ოცნებით დავედევნები,
მოდი, აქამდე რაც იყო - იყოს,
ახლა მომანდე თეთრი ხელები.

მომწყურდა შენი თვალების სითბო,
ეს ღვთაებრივი საუნჯე შენი,
მე გადაკლული ფიქრით ვარ თითქოს,
შენით - მიჯნური, ეპოქით - ძველი.

მოდი, აქამდე რაც იყო - იყოს
და მაინც თუკი მემშვიდობები,
ზაფხულის ღამეს მოვყვები სიოს,
სულშეხუთულად გრილი გრძნობებით.


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2039 | დაამატა: dav_Erekle
სულ კომენტარები: 1
1 dav_Erekle  
0
კარგი ლექსებია up up up up

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ამინდი
meteo.gov.ge
რუბიკის კუბიკი
Block title
სხვადასხვა
ადამინი [6]
ადამიანი
გაკვეთილი [0]
გაკვეთილი
გამოგონება [11]
გამოგონება
ელ.წიგნები [3]
ელ.წიგნები
erekle davitadze [36]
erekle davitadze
ვიდეო [8]
ვიდეო
თამაშები [35]
tamashebi
ინფორმაცია [8]
ინფორმაცია
ლექსები [24]
ლექსები
მუსიკები [16]
მუსიკები
პროგრამები [5]
program
ფეხბურთი [6]
სიახლეები ფეხბურთის შესახებ
18+ [12]
18+
ამინდი >> ბათუმი
ვალუტის კურსი
საწვავი >> სოკარი
მუსიკები
საათი
ჩათი
200
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
საჭირო პროგრამები
Facebook.com
HotLog
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
Top.ge მთვლელი
Block title


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

საათი: 12:10 PM
თქვენი IP: 3.147.238.70
თარიღი: 2024-05-08
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: