მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ოჯახის შექმნის მიზნით…
6:07 PM
ოჯახის შექმნის მიზნით…

ცოტა ხნის წინ "იაფასიან ანეკდოტებზე” დავწერე, რომელზეც მითხრეს არაა იაფასიანო. ხოდა გართობის მიზნით დღეს კიდევ გადავშალე ის ჟურნალი და აი რას გადავაწყდი "მობილი-ზაციას”. მიმიქარავს ის ანეკდოტები, აქ მართლა ბევრი ვიცინე.  მოკლედ გთავაზობთ მესიჯებს, რომლებიც იგზავნება გაზეთში, მეორე ნახევრის პოვნის იმედით:დდდდ’

ქალები

1. მინდა გავიცნო ჩემი შესაფერისი პიროვნება. ვარ 27 წლის, ქმარს გაცილებული, ვცხოვრობ რაიონში, მშობლების ოჯახში. საგლახაოდ თავის შეიკავეთ. სასურველია -ჭიათურელი.

2. მინდა ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნო მამაკაცი. ვარ 27 წლის, მქვია ირმა.

3. ვარ 37 წლის, სერიოზული, პატიოსანი ქალიშვილი.. დაბალი, პუტკუნა და მელოტი ნუ გამომეხმაურება

.(აი ეს ყველაზე მაგარია, ბევრი ვიცინე, მაგრამ შემეცოდა კიდეც, ამის დამწერს აქვს ჭკუა თავში?)

მამაკაცები

1. 37 წლამდე უბრალო წარმომავლობის ქალბატონი, ვინც ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და ეძებს მეორე ნახევარს, შემეხმიანოს. დანარჩენი- პირადად.

(სამეფო გვარის ქალს არ იკადრებს. ისე ამას ქალების 3-ე ნომერი, რომ დააჯახონ, მართლა კარგი წყვილი იქნება:)) 

2) ვარ ცოლს გაცილებული, 24 წლის, მოსიყვარულე და გაგებული. ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ პატიოსან და გაგებულ გოგოს. თუნდაც 29 წლამდე. სასურველია-სოფლიდან.

(ერთი ეს "გაგებული” რას ნიშნავს გამაგებინა:))

3)გამომეხმაუროს 25 წლამდე ასაკის მანდილოსანი, ლამაზი ურთიერთობისთვის.ცანცარა ხალხმა თავი შეიკავეთ.

4) დაოჯახების მიზნით გავიცნობ თბილისელ გოგოს, 30 წლამდე. გასართობად არ შემაწუხოთ. ვარ 35 წლის, არა-ლოთი და ნარკომანი.

(ეს კაცი ფიქრობს, რომ ლოთობა და ნარკომანობა ყველაზე საშინელი თვისებებია:დ)

5)ვარ გულგატეხილი და გულნატკენი,  33 წლის პიროვნება. გავიცნობ სერიოზულ მანდილოსანს, სერიოზული ურთიერთობისთვის. ვარ დასაქმებული. გამომეხმაუროთ ნებისმიერი კუთხიდან.

(ამ კაცს ნაციონალისტური იდეები არ აწუხებს:))

12) წაიკითხეე? ესე იგი შენ ბედი გქონია!!!მიპოვე, შენ ყველას დაასწარი, გაკოცე და გელი, ლევანი, 36 წლის…

(რას ვერჩი, კაცმა ახალი ტექსტი დაამუღამა:)

13) ვარ 25 წლის, ძალიან მახინჯი, მსუქანი, ელამი, მელოტი, ალაგ-ალაგ კოჭლი. არ ვარ ლამაზი. ნუთუ ჩემი ბრალია და ურთიერთობის ღირსი არ ვარ?

(აი ეს ვითომ ორიგინალური მესიჯი იმის გარანატიას გვაძლევს, რომ ზემოთ აღნიშული თვისებებიდან არცერთი არ გააჩნია, მაგრამ იქნებ ლოთია ან ნარკომანი?)

მოკლედ ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ჯერ "სკაიპის” და "ოდნოკლოსნიკის” გზა არ იცის, ან იცის და იქაც არაფერი გამოუვიდა:) 

კატეგორია: ინფორმაცია | ნანახია: 772 | დაამატა: dav_Erekle
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ამინდი
meteo.gov.ge
რუბიკის კუბიკი
Block title
სხვადასხვა
ადამინი [6]
ადამიანი
გაკვეთილი [0]
გაკვეთილი
გამოგონება [11]
გამოგონება
ელ.წიგნები [3]
ელ.წიგნები
erekle davitadze [36]
erekle davitadze
ვიდეო [8]
ვიდეო
თამაშები [35]
tamashebi
ინფორმაცია [8]
ინფორმაცია
ლექსები [24]
ლექსები
მუსიკები [16]
მუსიკები
პროგრამები [5]
program
ფეხბურთი [6]
სიახლეები ფეხბურთის შესახებ
18+ [12]
18+
ამინდი >> ბათუმი
ვალუტის კურსი
საწვავი >> სოკარი
მუსიკები
საათი
ჩათი
200
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საჭირო პროგრამები
Facebook.com
HotLog
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Top.ge მთვლელი
Block title


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 3:33 PM
თქვენი IP: 3.134.102.182
თარიღი: 2024-05-09
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: