3:48 PM რა არის აკნე და როგორ გადავჭრათ პრობლემა | |
საზოგადოდ, კანზე გამონაყარი 10 წლის შემდეგ ჩნდება, ე.ი. იმ ასაკში, როდესაც ორგანიზმი სქესობრივ მომწიფებას იწყებს. ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალებს პუბერტატული გაფურჩქვნის ხანა (გარდატეხის ასაკს ვგულისხმობთ) მამრებზე ადრე ეწყებათ. შესაბამისად, მათი კანიც გაცილებით ადრე "იკაზმება”. ასე შემკობილები რჩება დაახლოებით 5-10 წლის მანძილზე, შემდეგ კი გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიურპრიზები თანდათან დავიწყებას ეძლევა. ასე ხდება უმეტესად, მაგრამ არა ყოველთვის. არიან ადამიანები, რომლებსაც ფერიმჭამელები მთელი სიცოცხლე აწუხებთ, ასეთები კი უპირატესად სწორედ მშვენიერი (ალბათ უფრო – უსახური) სქესის წარმომადგენლები არიან. გვხვდებიან ისეთი ქალბატონებიც, რომლებსაც გამონაყარი 45 წლის შემდეგ უჩნდებათ. აი, მამაკაცებში კი ასეთი შემთხვევები პრაქტიკულად არ აღინიშნება. სუსტი სქესი რომ არ გაგვინაწყენდეს, ერთ სანუგეშო ფაქტს მოგახსენებთ: მართალია, მამაკაცებს უფრო იშვიათად უჩნდებათ ფერიმჭამელები და მუწუკები, მაგრამ თუ ერთმა მაინც წამოყო თავი, უფრო იოლად ვრცელდება, რთულდება და ხანგრძლივდება. მუწუკის თანამედროვე ვარიანტი ტერმინი "აკნე” (acne) გულისხმობს როგორც თავად დაავადებას, ისე მის ცალკეულ ელემენტებს (ფერიმჭამელას, მუწუკს, პაპულას, პუსტულას…). ფერიმჭამელები ასე წარმოიქმნება: კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებენ. ამას ემატება თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ყველაფერი, რაც ზედმეტი და ჭარბია, კანის ზედაპირამდე ვერ ამოდის და ფოლიკულში გროვდება. ეს უკანასკნელი იზრდება (იბერება), ხოლო მისი სადინარი იხშობა. თუ თმის ფოლიკულში ბაქტერიები ჩასახლდნენ, ანთებითი პროცესი გარდაუვალია. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება მუწუკი – ანთებითი ფერიმჭამელა. შესაძლოა, ცხიმით გაჯერებული თმის ფოლიკულის ანთება ბაქტერიების ჩაურევლადაც დაიწყოს. ისიც შეიძლება, აკნეს გარშემო კანი შეწითლდეს, ელემენტები გაერთიანდეს, დაჩირქდეს… თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად არის: თუ კანს მოვუვლით, ამგვარი "სიურპრიზებისგან” თავს იოლად დავიცავთ. კანის მოვლის ანაბანა თუ სახე შავწერტილოვანი გამონაყარით დაგეფარათ, ასე მოიქეცით:
თუ მუწუკის წვალების დაუძლეველი სურვილი დაგეუფლათ, ვიდრე "საქმიანობას” შეუდგებოდეთ, ხელები გულდასმით დაიბანეთ, მაგრამ დაიხსომეთ: ახალი ელემენტების წარმოქმნისა და უკვე არსებულთა დაჩირქებისგან ბოლომდე დაზღვეული მაინც ვერ იქნებით.
ქაფი ან გელი ხელის ნაზი მოძრაობით წაისვით სველ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე რბილი პირსახოცით ისე შეიმშრალეთ, რომ კანზე ძლიერად არ გაიხახუნოთ. უმჯობესია, პირსახოცი სახეზე დაიდოთ და დაელოდოთ, ვიდრე წყალს შეიწოვს. კრემი თუ სხვა კოსმეტიკური საშუალება სახის ჩამობანიდან, სულ მცირე, 10-15 წუთის შემდეგ უნდა წაისვათ _ კანს, სრულყოფილად რომ გაშრეს, დრო სჭირდება.
ფერიმჭამელებიანი კანის მოსავლელად სპეციალური სველი ხელსახოცები გამოგადგებათ, რომელთა გამოყენებაც დღეში ორჯერ შეგიძლიათ.
აკნეს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ მაქსიმალური შედეგი რომ გამოიღოს, ასე მოიქეცით:
დიეტაც საჭიროა კანის სტრუქტურაზე დადებით გავლენას ახდენს:
გამონაყარის არსებობის პერიოდში უმჯობესია საკვები წყლის ორთქლზე მოამზადოთ, ერიდოთ შემწვარ-მოხრაკულს, სუფრას კი დღის განმავლობაში 3-4-ჯერ მიუსხდეთ. და კიდევ: მკაცრი დიეტებისგან თავის შეკავებას გირჩევთ - კანის ჯანმრთელი სტრუქტურის შესანარჩუნებლად უმჯობესია სრულფასოვნად იკვებოთ. წყარო: eva.ge | |
კატეგორია: ადამინი | ნანახია: 765 | დაამატა: dav_Erekle |
სულ კომენტარები: 0 | |
ადამინი
[6]
ადამიანი
|
გაკვეთილი
[0]
გაკვეთილი
|
გამოგონება
[11]
გამოგონება
|
ელ.წიგნები
[3]
ელ.წიგნები
|
erekle davitadze
[36]
erekle davitadze
|
ვიდეო
[8]
ვიდეო
|
თამაშები
[35]
tamashebi
|
ინფორმაცია
[8]
ინფორმაცია
|
ლექსები
[24]
ლექსები
|
მუსიკები
[16]
მუსიკები
|
პროგრამები
[5]
program
|
ფეხბურთი
[6]
სიახლეები ფეხბურთის შესახებ
|
18+
[12]
18+
|
საათი: 2:23 PM
თარიღი: 2024-05-09
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
|