მთავარი » 2010 » ნოემბერი » 17 » რომ არ მიყვარდე
4:59 PM
რომ არ მიყვარდე
რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...

რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...

რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 588 | დაამატა: dav_erekle4862
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ამინდი
meteo.gov.ge
რუბიკის კუბიკი
Block title
სხვადასხვა
ადამინი [6]
ადამიანი
გაკვეთილი [0]
გაკვეთილი
გამოგონება [11]
გამოგონება
ელ.წიგნები [3]
ელ.წიგნები
erekle davitadze [36]
erekle davitadze
ვიდეო [8]
ვიდეო
თამაშები [35]
tamashebi
ინფორმაცია [8]
ინფორმაცია
ლექსები [24]
ლექსები
მუსიკები [16]
მუსიკები
პროგრამები [5]
program
ფეხბურთი [6]
სიახლეები ფეხბურთის შესახებ
18+ [12]
18+
ამინდი >> ბათუმი
ვალუტის კურსი
საწვავი >> სოკარი
მუსიკები
საათი
ჩათი
200
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საჭირო პროგრამები
Facebook.com
HotLog
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Top.ge მთვლელი
Block title


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 8:20 AM
თქვენი IP: 18.224.62.105
თარიღი: 2024-05-20
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: