Samsung ალბათ საკუთარი ნაკეთობების დიზაინის გაუმჯობესებას ვარაუდობს, თუ კი დახმარებისთვის საავტომობილო ექსპერტს მიმართა.
კომპანიასთან შეთანხმების მიხედვით, BMW-ს ყოფილი დიზაინერი კრის ბენგლი (Chris Bangle) მომავლის ტელეფონებისა და ნოუთბუქების დიზაინზე იმუშავებს. მართალია, ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ როდის შეუდგება იგი ელექტრონულ მოწყობილობათა შორის ახალი შედევრების შექმნას.
კრის ბენგლი კარგადაა ცნობილი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში BMW-ს ავტომობილების დიზაინის შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ლითონის ფორმები BMW-თვის საფირმო გახდა, ვიღაც-ვიღაცეები მაინც აკრიტიკებდნენ დიზაინერს უცნაური და უჩვეულო ხაზების გამო. ბოლოს და ბოლოს კრის ბენგლი BMW-ს 2009 წლის მარტში დაშორდა, ხოლო ავტომობილების დიზაინი უფრო კონსერვატულ ფორმებს დაუბრუნდა.
Samsung-ის გადაწყვეტილება პროდუქტებზე მუშაობისთვის ამ დიზაინრის მოწვევისა კომპანიის საკუთარი სტილის გაძლიერებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის მცდელობით შეიძლება აიხსნას.
წყარო: