მთავარი » 2011 აპრილი 18 » თეთრი და შავი შური
3:00 PM თეთრი და შავი შური | |
რაც არ უნდა უცნაური იყოს, შური ამა თუ იმ დოზით ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს. ხვეულთმიანი გოგონა, რომელსაც ყოველ დილით ურჩი თმის დალაგება უჭირს, შენატრის თავის დაქალს, რომელსაც სწორი და დავარდნილი თმები აქვს. მძღოლს, რომელსაც ბორბალი გაუსკდა, შურს გვერდით მიმავალი მანქანების მძღოლების. მას, ვინც დაწინაურება ვერ მოახერხა, შურს კოლეგის, რომელიც დააწინაურეს. სტუდენტს, რომელსაც "ცუდი” ბილეთი შეხვდა, შურს ბედნიერის – "კარგი” ბილეთით. ვერ დაასახელებთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია შურის გრძნობა, თუ იგი ჩვილი არ არის.განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთ ადამიანს შური უფრო მეტად ახასიათებს, ვიდრე სხვებს. ვიღაცას ისე ხშირად შურს, რომ ეს სახეზე ემჩნევა, და მასთან შეუძლებელი და უსიამოვნო ხდება ურთიერთობა. ხოლო ზოგიერთი მოხერხებულად მალავს თავის შურს. საზოგადოება შურს არ ამართლებს. ეს მოშურნემაც იცის, მაგრამ ამ ორი რამის ცოდნით უფრო უჭირს ცხოვრება.ამბობენ, რომ "თეთრი შური ხშირი ხმარებისაგან – შავდება”. საკმაოდ ცხოვრებისეულად ჟღერს. და რაშია განსხვავება თეთრსა და შავ შურს შორის?განსხვავება თვითონ ამ გრძნობის ინტენსივობასა და მიმართულებაშია. თეთრი შური შეიძლება განიხილოს როგორც შური, რომელიც უჩვენებს იმ ადამიანის შემდგომი განვითარების ვექტორს, რომელმაც განიცადა იგი. მაგალითად, გოგონა, რომელსაც დაქალმა ამცნო თავისი მიღწევების შესახებ იკებანას ხელოვნებაში, არ ვარდება გაუსაძლის დეპრესიაში, თავისი ნამოქმედარის შემხდვარე, არამედ ახალი მუხტით მიდის ყვავილებისა და სხვა ნივთების შესაძენად, რომ თავისი ცოდნა დახვეწოს. მსგავსი შური აიძულებს ადამიანს იმოძრაოს თვითსრულყოფილების მისაღწევად.ხოლო შავი შური – მომწამვლელია. იგი შხამავს როგორც მოშურნის სულს, ისე შურის ობიექტს. მისი ზემოქმედება დამანგრეველია. მოშურნე მოსვენებას კარგავს, უქვეითდება განწყობა. შავი შური ძალიან ძლიერია. იგი დესტრუქციულია თავისი ბუნებით. თუკი რაიმეს შეუძლია ურთიერთობა სიძულვილში და მტრობაში გადაზარდოს, ეს შავი შურია. მის კლანჭებში მოხვედრისას ადამიანს საკუთარი თავი ავიწყდება, საკუთარი სურვილები და ჭეშმარიტი მოთხოვნილებები, ყველაფერი, რაც მის საქციელს მართავს, არის – წაართვას სხვას შურის საგანი.ამგვარად, თეთრი შურიც შურია, მაგრამ ისეთი, რომელიც სტიმულს აძლევს ადამიანს განვითარდეს, ხოლო შავი – შიგნიდან ჭამს და ანგრევს ურთიერთობებს.როგორ ამოიცნოთ შური | |
კატეგორია: erekle davitadze | ნანახია: 844 | დაამატა: dav_Erekle |
სულ კომენტარები: 0 | |
რუბიკის კუბიკი
Block title
სხვადასხვა
ადამინი
[6]
ადამიანი
|
გაკვეთილი
[0]
გაკვეთილი
|
გამოგონება
[11]
გამოგონება
|
ელ.წიგნები
[3]
ელ.წიგნები
|
erekle davitadze
[36]
erekle davitadze
|
ვიდეო
[8]
ვიდეო
|
თამაშები
[35]
tamashebi
|
ინფორმაცია
[8]
ინფორმაცია
|
ლექსები
[24]
ლექსები
|
მუსიკები
[16]
მუსიკები
|
პროგრამები
[5]
program
|
ფეხბურთი
[6]
სიახლეები ფეხბურთის შესახებ
|
18+
[12]
18+
|
ამინდი >> ბათუმი
ვალუტის კურსი
საწვავი >> სოკარი
მუსიკები
საათი
ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
Facebook.com
HotLog
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Top.ge მთვლელი
Block title
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საათი: 1:57 PM
თქვენი IP: 18.116.87.144
თარიღი: 2025-01-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
თარიღი: 2025-01-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
|